მოითხოვეთ ზარი +995 (568) 99 00 00
No votes yet.
Please wait...

კომპანია გთავაზობს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს

მშენებლობის წარმოებისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური მომზადება დამკვეთთან ობიექტის მშენებლობაზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საპროექტო, ტექნიკური და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია საინჟინრო მოზადებისათვის გადაეცემა ჩვენი კომპანიის ტექნიკურ განყოფილებას. მომზადება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის გაცნობა- გადაცემა;
  • სამუშაოების წარმოების პროექტის დამუშავება;
  • საჭირო მასალებისა და მოწყობილობების ჩამონათვალისა და მოწოდების გრაფიკის შედგენა, მომწოდებლებისა და რაოდენობების მითითებით. მომწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმება;
  • ობიექტზე მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება :ტერიტორიის შემოღობვა, დროებითი კომუნიკაციების გაყვანა, სასაწყობო დროებითი ნაგებობებისა და ღია მოედნების მოწყობა, სამშენებლო მოედნიდან სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგავის გატანა, ობიექტების გეოდეზიური დაკვალვა და სხვა);
    მუშა ბრიგადების შერჩევა და დაკომპლექტება;

კადრებისთვის სამუშაო ადგილზე შრომის დაცვისა და უსაფრთხოების დარგში ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარება;ობიექტზე შესარულებელი სამუშაოები შემდეგ ეტაპებად იყოფა:

  • შენობა-ნაგებობების მიწის სამუშაოები;
  • შენობა-ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები;
  • შენობა-ნაგებობების საძირკვლების მოწყობის სამუშაოები;
  • შენობა-ნაგებობების ნულს ზემოთ, ყოველი სართულის მზიდი კონსტრუქციების მოწყობა;
  • შენობა-ნაგებობების სახურავების მოწყობა;
  • არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა;
  • გარე და შიდა მოპირკეთების სამუშაოები;
  • კეთილმოწყობის სამუშაოები.

ობიექტებზე მომუშავეები უზრუნველყოფილნი არიან სპეც. ტანსაცმლით, დამცავი ჩაფხუტებით, სპეც. ფეხსაცმელებით და ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით. ობიექტზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოება ხორციელდება მაღალ პროფესიონალურ დონეზე, სამშენებლო ნორმებისა და წესების, ასევე მშენებლობაში სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების სრული გათვალისწინებით და შესრულებული სამუშაოების ხარისხის სრული გარანტიით. ობიექტის დამკვეთს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს მისთვის მისაღები სამსახურები, შესასრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის გადასამოწმებლად, რომელსაც დახმარების მიზნით აუცილებლად დაესწრება ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი. მოპირკეთების მასალების შეძენა ხორციელდება დამკვეთთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ.

ჩვენი მომსახურება:

სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

ჩვენ ვახორციელებთ როგორც სრულ კომპლექსურ რემონტს გასაღების ჩაბარებით, ასევე ცალკეულ სამუშაოებს, როგორიცაა, მაგალითად, კედლების, ჭერისა და იატაკის გასწორება, კომუნიკაციების გაყვანა, კოსმეტიკური რემონტი და ა.შ.

სახლების, აგარაკების, კომერციული ფართების, სკოლებია, ბაგა-ბაღების, ადმინისტრაციული ერთეულების, ამბულატორიებისა და საოფისე ფართების მშენებლობა და მოპირკეთება.

მასალების მოძიებასა და მიწოდებას ჩვენ დამოუკიდებლად ვაწარმოებთ.

სამშენებლო მასალების შერჩევა და შეძენა.

ჩვენ ვაწარმოებთ საცხოვრებელი სახლების სამშენებლო და სარემონტო მომსახურების სრულ სპექტრს.

სამშენებლო ტექნიკით მომსახურება.

სამშენებლო მასალებისა და ნედლეულის გადატანა, დამზადება, იმპორტი.